21:58 - 20 Jul, 2019
2019-04-15 17:26:06, 577 ნახვა
თეა წულუკიანმა კონფერენცია „აღდგენითი მართლმსაჯულება − გზა უსაფრთხო საზოგადოებისკენ“ გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საერთაშორისო კონფერენცია „აღდგენითი მართლმსაჯულება − გზა უსაფრთხო საზოგადოებისკენ“ გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა  გამოსვლისას განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო რეგიონში აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში მოწინავე ქვეყანაა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ ძალიან სწრაფი ნაბიჯები გადადგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროს განვითარებაში. მინისტრმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს, განსაკუთრებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდს; ღონისძიების ორგანიზატორებს, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტს და მის ხელმძღვანელ რენატე ვინტერს,  კოლეგებს აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპის ფორუმიდან.

„უნდა აღინიშნოს, რომ აღდგენითი მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით საქართველოს გამოცდილებით არაერთი ქვეყანა დაინტერესდა და 15-მდე დელეგაცია ესტუმრა საქართველოს წარმატებული გამოცდილების შესწავლისა და გაზიარების მიზნით.  ეს არის არასრულწლოვნებსა და მათ საუკეთესო ინტერესების დაცვაზე მორგებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მთავარი მიზანი და ამოცანაა, ციხის და სადამსჯელო მექანიზმების სანაცვლოდ, იზრუნოს ბავშვის რეაბილიტაციასა და ქცევის კორექციაზე; საპატიმრო ღონისძიება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ და მხოლოდ როგორც უკანასკნელი, უალტერნატივო საშუალება. მექანიზმი სრულად ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აძლევს საშუალებას, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს ალტერნატიული ფორმით და განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის გარეშე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის არსებობის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა: პირველ ეტაპზე 2014 წლის ბოლოს პროგრამაში აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გაძლიერების მიზნით შეიცვალა მედიაციის პროცესის ინიცირების წესი და ამ პერიოდის შემდეგ პროკურორის ნაცვლად უკვე მედიაციის პროცესის შეთავაზებას დაზარალებულისათვის მედიატორი ახორციელებს. რეფორმის მიზანი იყო განრიდების პროგრამების აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებთან კიდევ უფრო დაახლოება და დაზარალებულთა ინტერესების უფრო მეტად გათვალისწინება; აგრეთვე, პროგრამებში პროკურორის როლის შემცირება მედიატორის როლის გაზრდით. ამავე ეტაპზე პროგრამაში განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები: განრიდების მექანიზმი ნაკლებად მძიმე დანაშაულთან ერთად გავრცელდა მძიმე დანაშაულებზეც. განრიდების პროგრამები, გარდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესისა, მაქსიმალურად ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს, მიზნად ისახავს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვისა და დაზარალებულის მაქსიმალურ ჩართულობას აღდგენით პროცესებში, ორიენტირებულია მხარეთა კმაყოფილებაზე, ბავშვის მიერ დანაშაულის გაცნობიერებასა და დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანის გამოსწორებაზე, ყოველივე ზემოაღნიშნულის გზით კი − უსაფრთხო საზოგადოების შექმნაზე.

რეფორმის მეორე ეტაპი უკვე 2016 წელს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ ამოქმედება იყო. გარდა სხვა ძალიან ბევრი სიახლისა, კოდექსმა გააფართოვა განრიდების მექანიზმი. კოდექსის ამოქმედების შედეგად განრიდება იქცა პრიორიტეტულ ღონისძიებად და, წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პროკურორი ვალდებული გახდა, იმსჯელოს განრიდებისა და მედიაციის მექანიზმის გამოყენებაზე, ან ვალდებული გახდა, დაასაბუთოს, თუ რატომ ამბობს უარს განრიდებაზე. პროგრამა გავრცელდა 21 წლის ასაკს მიუღწეველ სრულწლოვნებზეც. 2018 წლიდან ცენტრში საპილოტო რეჟიმში ამოქმედდა აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამა − სისხლის სამართლის მედიაცია მსჯავრდებულთა და ყოფილ მსჯავრდებულთათვის. 

სწორედ ამ სიახლის ფარგლებში, დღეისათვის დანაშაულის პრევენციის ცენტრი მუშაობს პრობაციის ეროვნული სააგენტოსგან გადამისამართებულ პირობით მსჯავრდებულ პირთა საქმეებზე მედიაციის წარმართვის მიზნით. ამასთან, დაგეგმილია მუშაობა ცენტრის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციართა მედიაციის საქმეებზე, ხოლო შემდეგ ეტაპზე ამ მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებშიც დაიწყება მუშაობა. 

საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი იყო  „EU4Justice“.  კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰერცელი, „EU4Justice“-ს სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენეტა ვინტერი, აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარე (EFRJ) ტიმ ჩაპმანი; აგრეთვე, პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტები.

იუსტიციის სამინისტრო და ევროკავშირი 2015 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს „მართლმსაჯულების პროგრამის“  (EU4Justice) ფარგლებში.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics