00:44 - 18 Jul, 2019
2019-04-10 15:43:56, 1797 ნახვა
ვახტანგ ბერიძე: დიდი პატივია, ვიყო ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი

"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და თქვენთან ერთად ვაკეთო ის საქმე, რაც  დღეს ჩვენს ქვეყანას და  თითოეულ ხულოელს სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ გუნდს, რომ მომცა  საშუალება,  დღეს თქვენს  წინაშე გამოვსულიყავი და დამედო პირობა, რომ ყოველთვის  თქვენს გვერდით ვიქნები. ძალიან მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ დიდი სიყვარულისთვის.  თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მმატებს ძალას, რომ დაუღალავად ვემსახურო ხულოს! მე გპირდებით,  ყოველი თქვენი გასაჭირი იქნება ჩემი გასაჭირი. ჩემთვის არ იქნება ღამე და დღე, ჩემთვის არ იქნება სამუშაო საათები, ზუსტად იქ ვიქნები, სადაც თქვენ იქნებით. მე მოვალ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში  და თითოეული თქვენგანის გასაჭირი, თოთოეული თქვენგანის გადასაჭრელი პრობლემა - იქნება როგორც ჩემი საკუთარი პრობლემა და თქვენთან ერთად ვიმუშავებ".

 

"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი, ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics