14:54 - 21 Jul, 2019
2019-03-15 15:28:53, 1311 ნახვა
სუს-ი ოკუპანტების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, არ ადასტურებს.

სუს-ი მოქალაქეებს მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით,  არ დასტურდება ის ფაქტი, რომ  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება  ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics