23:47 - 15 Oct, 2019
2019-03-13 13:59:20, 1639 ნახვა
„ბილეთი უკვე ავიღე“ - მიხეილ სააკაშვილი პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას აპირებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის 1-ელ აპრილს კიევში გამგზავრებას აპირებს. 

როგორც სააკაშვილმა დმიტრი გორდონის გადაცემაში აღნიშნა, მას უკრაინაში დასაბრუნებელი ბილეთი უკვე ნაყიფი აქვს. სააკაშვილის თქმით, მისი ყოფილი მოკავშირე პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 31 მარტს არის დაგეგმილი, ვერ გაიმარჯვებს. მანვე დასძინა, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მეორე ტურშიც ვერ გადავა. 

"ვაპირებ,ჩავფრინდე ბორისპოლში. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გადავა. როგორც კი, ის მეორე ტურში ვერ გადავა, დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მესაზღვრეს არ მოუნდება შეასრულოს მისი ბრძანება ქვეყანაში ჩემს არშეშვებასთან დაკავშირებით", - განაცხადა სააკაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics