21:18 - 16 Jul, 2019
2019-03-02 11:42:08, 2275 ნახვა
არლში ვინსენტ ვან გოგის ფონდში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა საფრანგეთში, ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის ფონდში ოფიციალურად გაიხსნა. 

გამოფენის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, არლში ვინსენტ ვან გოგის ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი ბიჩე ქურიგა, InfinitArt Foundation-ის დამფუძნებელი ადრიან ბარსანი, არლსის მერი ერვე სქიავეთი და არლში ვინსენტ ვანგოგის ფონდის პრეზიდენტი მაია ჰოფმანი ესწრებოდნენ. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია გამოფენილი. სამინისტროს მხარდაჭერით წარმოდგენილი გამოფენის დათვალიერება ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში 2 მარტიდან 1 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

დამთვალიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან მათ შორის: „არსენალის მთა“, „ჟირაფი“, „რთველი“ და ვინსენტ ვან გოგის 5 ნამუშევარს, რომლებიც 1884-1889 წლებში შეიქმნა. მათ შორისაა შედევრები, როგორებიცაა „არლელი ქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პარიზის ზდანევიჩის ფონდში დაცული ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914". წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“. გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელი იხილავს რეჟისორ გიორგი შენგელიას მიერ ნიკო ფიროსმანზე 1969 წელს გადაღებული ფილმი „ფიროსმანი“. 

გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, “Infinitart Foundation Vienna" და არლში ვინსენტ ვანგოგის ფონდის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების სივრცე ნიკო ფიროსმანიშვილის შემოქმედებით შთაგონებულ თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებსაც დაეთმობა. დამთვალიერებელი იხილავს ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილ მაგიდას სახელწოდებით “Table Of Pirosmani”, რომელიც იაპონელმა არტისტმა ფიროსმანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, აგრეთვე, ჯორჯ ბაზელიცის, იოში მოტონარას, ანდრო ვეკუას, შირანა შაბაზის, კრისტინა ფორერის, ადრიან გენისა და რაფაელა ვოგელის ნამუშევრებს.

მანამდე გამოფენა “NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds” ვენაში, ალბერტინას მუზეუმში, სამი თვით იყო წარმოდგენილი და ის 400 ათასამდე ვიზიტორმა იხილა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანი საქართველოს განმარტებას სთხოვს
32 სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ცდილობს - MDF-ის ანგარიში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics