11:29 - 26 Aug, 2019
2019-02-12 18:52:20, 447 ნახვა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების: ილიაწმინდის, ქვემო და ზემო მაღაროს,  ბოდბისა და  ქვემო ბოდბის მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ დასახლებებში გამართულ სოფლის კრებებს, ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი სოლომონ პავლიაშვილი.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნენ და მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ. 

სოფელ ქვემო მაღაროში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, გაკეთდება გარე განათება, „რკინიგზის" უბანში შეკეთდება ჭაბურღილი და მოწესრიგდება საბავშვო ბაღის ეზო. ზემო მაღაროში მოიხრეშება სოფლის შიდა გზები და გაკეთდება გარე განათება.

ქვემო ბოდბეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოეწყობა ახალი სკვერი, შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორია და მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები. სოფელ ბოდბეში შემოიღობება სპორტული მოედანი, მოიხრეშება გზები და დამონტაჟდება გარე განათება.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ილიაწმინდაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუნებრივი წყლის სათავე ნაგებობას და მოეწყობა გარე განათება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 2019 წლიდან აღდგა. პროგრამის მოცულობა 40 მლნ ლარია.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics