11:30 - 26 Aug, 2019
2019-02-11 15:11:14, 646 ნახვა
ბაქრაძე: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერება, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია

 „მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერება, ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასამართლოში არსებული სისტემის გაჯანსაღების“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

 როგორც ბაქრაძემ განაცხადა, სისტემის შესაცვლელად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ხელისუფლების პოლიტიკური იძულებაა საჭირო.

„ის ფაქტი,რომ უმრავლესობა უარს ამბობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე , ცალსახად ადასტურებს, რომ მათ კლანური მმართველობის შეცვლის  არანაირი სურვილი არ გააჩნიათ.  დანიშვნების შეჩერება არის მხოლოდ ნაწილი, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობითაც კი ვადით დანიშნული მურუსიძე ძალიან წარმატებით ახერხებს სისტემის კონტროლს კლანის მეშვეობით.  აუცილებელია სისტემის გახსნა, დისკუსია საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორის. სისტემის შესაცვლელად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების და ხელისუფლების პოლიტიკური იძულების გარეშე, ჩვენ წინ ვერ წავალთ,  რადგან კონკრეტულ კანონპროექტზე უკვე გამოჩნდა,რომ ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ სურს და აწყობს სასამართლოში დღეს, არსებული სიტუაცია. დანიშვნების შეჩერებაც და  მთლიანად სისტემის გაჯანსაღებაც უნდა მოხდეს, პირველ რიგში, სწორედ, საზოგადოების აქტიურობის და საზოგადოების ზეწოლის შედეგად და ეს არის ის გზა ,რომლითაც  აპირებს რომ მომავალში წავიდეს საპარლამენტო უმცირესობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics