07:09 - 28 Jan, 2020
2019-02-08 17:32:18, 881 ნახვა

საზოგადოება/
ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შშმ სტატუსის განსაზღვრის ახალი მოდელი დაინერგება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით დაგეგმილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობების შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების განხორციელება აჭარის რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა.

პროექტის განხორციელების მიზნით დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორ ოგანიზაციასთან აჭარაში - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობა გულისხმობს შშმ ბავშვებისა და ზრდასრული პირების ფუნქციური უნარებისა და სოციალური საჭიროებების შეფასების პილოტირებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებიდნენ. საპილოტე პეროექტის განხორციელების საორგანიზაციო/მეთოდური საკითხების გაცნობის მიზნით პროექტში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან არაერთხელ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება
სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics