06:05 - 29 Jan, 2020
2019-02-08 16:29:22, 698 ნახვა

საზოგადოება/
იუსტიციის საბჭო მურუსიძისთვის 15-დან 20 ქულის დაწერაზე: მექანიკური შეცდომაა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძისთვის გასაუბრების დროს ქულათა მაქსიმუმზე მეტი შეფასების დაწერას მექანიკურ შეცდომად აფასებს, - ამის შესახებ საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეობის კანდიდატს კეთილსინდისირებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით აფასებს. 

"კომპეტენტურობის კრიტერიუმის ერთ-ერთი მახასიათებელი არის ზეპირი კომუნიკაციის უნარი, სადაც კანდიდატის შეფასებისას მაქსიმალური ქულა არის 15. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლე ლევან მურუსიძე 98 ქულით შეაფასა. ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა არის მექანიკური შეცდომა, ვინაიდან შეფასების საბოლოო ქულათა ჯამი 100 არ აღემატება. აღნიშნული მექანიკური შეცდომა საბოლოო ქულათა ჯამზე არ ასახულა. მოგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თუ საბჭოს რომელმა წევრმა შეავსო აღნიშნული შეფასების ფურცელი კონფიდენციალურია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ შევსებული შეფასების ფურცლები და ერთიანი შემაჯამებელი ოქმი ყველა დაინტერესებულმა პირმა მოთხოვნის შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics