05:42 - 29 Jan, 2020
2019-02-08 14:21:52, 726 ნახვა

საზოგადოება/
ნუკრი ქანთარია მოსწავლეებისთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით, „ოქროს ატესტატის“ შემოღების ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია "ოქროს ატესტატის" შემოღების ინიციატივით გამოდის. 

როგორც ქანთარია პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ასეთი ატესტატი სკოლის მოსწავლეებს მოტივაციას გაუზრდის. 

„ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. იქნებ ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ. ეს იქნება სწავლების მთელი პროცესი, რომ ბავშვმა ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ გააგრძელოს სწავლა,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics