07:42 - 28 Jan, 2020
2019-02-05 18:55:52, 3486 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩია

პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩია.

ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დეპუტატმა 98 დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს მანამდე ეკა ბესელია იკავებდა, თუმცა მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც მან მოგვიანებით განაცხადა მისი გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან არის დაკავშირებული. დეპუტატი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სიას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი იყო წარმოდგენილი. 

აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიამ გადადგომის შემდეგ კომიტეტის ხელმძღვანელად გედევან ფოფხაძის კანდიდატურა წარადგინა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ფოფხაძის წარდგენა პროცედურის დარღვევის ფონზე მოხდა და იგი კომიტეტიდან გაიწვია. რაც შეეხება ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას, ბესელია აცხადებდა, რომ მას მხარს არ დაუჭერდა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება
სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics