17:59 - 18 Nov, 2019
2019-01-11 10:41:20, 1950 ნახვა
პომპეო: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება ისტორიული მიღწევაა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას ისტორიულ მიღწევად უწოდებს, - ამის შესახებ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს.

„6 იანვარს უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება ისტორიული მიღწევაა, რადგან უკრაინა საკუთარი მომავლის განსაზღვრისკენ მიისწრაფვის. ამ ღირსშესანიშნავ მომენტში, ამერიკა ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევ მხარდაჭერას“. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს აღმსარებლობის თავისუფლებას, მათ შორის რელიგიური ჯგუფების თავისუფლებას, მართონ თავიანთი რელიგია მათი რწმენის შესაბამისად, გარე ჩარევის გარეშე",-ნათქვამია განცხადებაში.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics