22:57 - 17 Jun, 2019
2018-12-21 20:36:51, 1913 ნახვა
ქუცნაშვილი ენმ-ს: ხალხმა მეექვსედ მოგიგოთ არჩევნები, თუ ასე გააგრძელებთ, ჩვენი შეცდომების მიუხედავად მეშვიდედაც დამარცხდებით

"როცა ერთიანი მართლმსაჯულების სისტემაში ჩვენ ჯოხს ვტეხავთ მხოლოდ გამოძიების ნაწილზე და არ ვთხოვთ პასუხს სხვა ორგანოებს მაშინ ისმის კითხვა - ვართ თუ არა ბოლომდე ობიექტურები?! ვხედავთ სისტემას მთლიანობაში?! თუ იმის გამო გვინდა, გახარიაზე და მის გუნდზე აგრესიის გადატანა, რომ ისევ პოლიცია გიგებთ არჩევნებს?! უფრო მეტიც, თქვენ გგონიათ, რომ "ოცნება" გიგებთ არჩევნებს. მე გეტყვით, რომ არც პოლიციას მოუგია თქვენთვის არჩევნები და არც ჩვენ მოგვიგია არჩევნები. თქვენ არჩევნები მეექვსედ მოგიგოთ საქართველოს მოსახლეობამ. ქართველმა ხალხმა მოგიგოთ მეექვსედ და მეექვსედ გითხრათ, რომ არ გვინდიხართ და თავი დაგვანებეთო. ამას გეტყვით მეშვიდედაც, მერვედაც, სანამ სააკაშვილს არ დაანებებთ თავს, სანამ ძალადობრივ ხელწერას არ დაანებებთ თავს და სანამ არ მიხვდებით იმას, რომ არჩევნების ბედს წყვიტავს არა პოლიცია ან რომელიმე პარტია, არამედ ხალხი. მაგრამ ხალხს ვერ ეხებით. ხალხს ეხებიან მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ნათესავები, რომლებიც გემრიელ ტონში მოიხსენიებენ ქართველ ხალხს. ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის გული თქვენსკენ არასდროს შემოტრიალდება. თქვენ ამის აღიარება არ გინდათ და ამიტომ ჯოხი უნდა გავტეხოთ გახარიაზე, ჯოხი უნდა გავტეხოთ "ოცნების" წარმომადგენლებზე. ქართველმა ხალხმა მოგიგოთ არჩევნები მეექვსედ და თუ ასე გააგრძელებთ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი შეცდომების მიუხედავად მეშვიდედაც დამარცხდებით".

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics