01:16 - 18 Jul, 2019
2018-11-08 17:53:32, 365 ნახვა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ტრენინგი დასრულდა

ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, აშშ სანაპირო დაცვის საერთაშორისო პორტის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ნავსადურებში საერთაშორისო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების 4 დღიანი ტრენინგი დასრულდა.

ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოში გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები.

ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ნავსადგურის უშიშროების გეგმით განსაზღვრული წვრთენბისა და ვარჯიშების სწორად დაგეგმვისა და განხორციელების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელსაც ითვალისწინებს გემებისა და ნავსადგურების დაცვის საერთაშორისო კოდექსი (ISPS Code).

ასევე, ტრეინინგის ფარგლებში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე ჩატარდა  სპეციფიური სწავლებები ნავსადგურის უშიშროების დაცვის დონის შესამოწმებლად, რის შედეგადაც აშშ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგელების მიერ აღნიშნული იქნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ნავსადგურის უშიშროების სამსახურების ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მაღალი დონე.

აღსანიშნავია, რომ საზღვაო გრანსპორტის სააგენტო მჭიდროდ თანამშროლობს აშშ სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან და აღნიშნული სახის ტრეინინგი ატარებს სისტემატურ ხასიათს.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics