22:57 - 17 Jun, 2019
2018-11-05 13:18:35, 1710 ნახვა
„ქოცის ვირუსს ავრცელებენ“ - რომან გოცირიძე პარლამენტში პირბადით მივიდა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, საკანონმდებლო ორგანოში პირბადით მივიდა.

დეპუტატის თქმით, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კაბინეტებიდან საზოგადოებაში გავიდეს და "ქოცის ვირუსი" გადასდოს. 

"მათ თქვეს, რომ მთელი ეს წლები კაბინეტებში ვისხედითო, ხალხთან არ გავდიოდით ამიტომ ორშაბათიდან ხალხში უნდა გავიდეთო - ვიწყებთ ჩახუტებას და მოფერებასო, ხალხის პრობლემების გულთან მიტანას და გაგებით მოკიდებასო. ფაქტობრივად მათ უნდათ ამ ჩახუტებით გადასცენ ხალხს ქოცის ვირუსი. მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენ დავიზღვიეთ თავი და რაც არ უდნა ჩამეხუტოს არავითარი ქოცის ვირუსი არ გადამედება. ქოციანობა გადამდებია არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით არამედ ტელეარხიდან. ზოგიერთი ტელეარხი ქოციანობას  ასხივებს, ამიტომ გირჩევთ არჩევნებამდე გამორთოთ და გაწმინდოთ ქართული სტაფილოს წვენით. ეს შველი და მოქმედებს როგორც ანტიქოცური დეზინფექციის წყარო", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics