18:30 - 18 Nov, 2019
2018-10-18 14:19:58, 892 ნახვა
თალაკვაძე: პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ ევროპას ელაპარაკოს საქართველოზე

 „ეს არ არის გზების, ხიდების, პენსიის ან სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების არჩევნები. ეს  არის არჩევნები, როდესაც საქართველომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს ადამიანი, ვინც იქნება ამ ქვეყნის მთავარი ელჩი, ვინც შინ და გარეთ საქართველოს სახელით დაელაპარაკება ყველას, ვისაც ესმის ევროპის ენა, ვისაც ესმის ამერიკის ენა და ვინც იცის რა ხდება მსოფლიოში. ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ  უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა უკან, წარსულში  დაბრუნება. მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ მაგიდასთან დაუძახოს ყველა მხარეს, დაუძახოს პოლიტიკურ პარტიებს,  ექსპერტებს, შეხვდეს საზოგადოებას და ამ ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაამუშაოს. მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ ევროპას ელაპარაკოს საქართველოზე და  ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში  მიღებულია-ასეთია სწორედ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი!"

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მესტიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics