15:18 - 21 Jul, 2019
2018-07-20 10:39:40, 7115 ნახვა
„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება

თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 22 ივლისს, 21:00 საათზე, ვაკის პარკში, მსმენელის წინაშე  ამსტერდამის  უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება, რომელიც  რიხარდ ვაგნერის ნაწარმოებს -  „ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ შეასრულებს.

140-წლიანი ისტორიის მქონე „სვეელინკ ორკესტრი“, რომელიც  100-მდე სტუდენტს აერთიანებს, თბილისის შემდეგ ქუთაისსა და ბათუმს ეწვევა.

„ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ ერთ-ერთ უკიდურესად რთულ და ინსტრუმენტული გადაწყვეტის მხრივ პროგრესულ ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამიტომ, ორკესტრში ჩართულია 30 შემსრულებელი და გამოყენებულია ვაგნერის პერიოდისთვის ახალი ინსტრუმენტები, როგორიცაა ვაგნერის ტუბა, ბასის საყვირი და ორმაგი ბასის ტრომბონი.

რიხარდ ვაგნერის ზემოაღნიშნული ნაწარმოები საქართველოში პირველად შესრულდება. ამასთანავე, ნიდერლანდების ორკესტრი მსმენელისთვის რამდენიმე ქართულ ნაწარმოებსაც შეასრულებს.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics