15:40 - 21 Jul, 2019
2018-04-26 21:43:00, 5236 ნახვა
27 აპრილის ანონსი

27 აპრილს, 11:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯუხრაძე და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამმადოვი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გუბში ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ. 

27 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“ ქვემო ქართლის გუბერნიის ინიციატივითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 
შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება.
მის.: ლერმონტოვის ქ. #10.

27 აპრილს, 12:00 საათზე, საერთაშორისო შრომითი სოლიდარობის ამერიკის ცენტრის საქართველოს წარმომადგნლობა სასტუმრო „რუმსში“ გამართავს სამი წიგნის პრეზენტაციას: შრომის კოდექსის კომენტარები, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებები, პროფკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების კრებული. პრეზენტაციაზე მიწვეული არიან მთავრობის წევრები, პარლამენტარები, პროფკავშირის ლიდერები.

27 აპრილს, 12:00 საათზე, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები კამპანიის „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფარგლებში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) თავმჯდომარე ფადი ასლის და მის წარმომადგენლებს შეხვდებიან. საუბრის მთავარი თემა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები იქნება. 
მის.: პოლიკარპე კაკაბაძის ქ. #3/29; საკონტაქტო პირი ნინი მეტრეველი - 593 733 337

27 აპრილს, 12:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, მცირე სააქტო დარბაზი

27 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, „უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის“ ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შეხვდებიან. 

27 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისში, სააპელაციო სასამართლოს შენობასთან აქციას გამართავენ დავით როსტომაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები აქციას გამართავენ. აქციას შეუერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები “უფლებადამცველთა ასოციაცია“ და „დემოკრატიის ინსტიტუტი“. 
საკონტაქტო ტელ.: 598 555 445; 558 296 980

27 აპრილს, 18:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ ქართველი ხელოვანის, ოლესია თავაძის ნამუშევრების გამოფენა „ჩემი რობერტ ფროსტი“ გაიხსნება. 
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics