09:00 - 18 Nov, 2019
2018-04-03 21:37:55, 2747 ნახვა
4 აპრილის ანონსი

10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება.

10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“ (სიფა) ერთობლივი კვლევის „საგამოძიებო სისტემის ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავენ.

მის.: ორბელიანის ქ. #8/10
საკონტაქტო პირი სალომე კობალავა - 595 909 680

10:30 საათზე, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: საპრეზიდენტო არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები; სამართლებრივი შეფასებები - რა იცვლება ახალი კონსტიტუციით არჩევნების შემდეგ.

მის: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).

11:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართება უძრავი ქონების ბაზრის კვლევის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაოდგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრება.
 

11:00 საათზე - "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: აუდიტის დასკვნა საგზაო უსაფრთხოების თემაზე - როგორია შედეგები.
მის: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).

12:00 საათზე, თბილისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საგრანტო ხელშეკრულებას გააფორმებს. დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს. 

მის.: თავისუფლების #2, თბილისის საკრებულო 

 

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

პლენარული სხდომის  შესვენების დროს- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

 დღის წესრიგი

ქუთაისი, სხდომათა დარბაზი N304

პლენარული სხდომის შესვენების დროს- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი

ქუთაისი, სხდომათა დარბაზი N307

13:30 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში უმასპინძლებს საჯარო კონფერენციას, თემაზე „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტები აშშ-სა და საქართველოში“. 

მის.: ნოდარ ბოხუას ქ. #19, იუსტიციის უმაღლესი სკოლა

 

16:00    საათზე,   საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ზუგდიდში გამართავს საჯარო შეხვედრას სტუდენტებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრის მთავარი თემა იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებები და პრიორიტეტები

 ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი (ჯანაშიას ქ. N14)

 

18:00 საათზე, "თანასწორობის მოძრაობა" საჯარო პრეზენტაციას"ერთნაირსქესიანი წყვილების სამოქალაქო პარტნიორობა საქართველოში" გამართავს.

მის.: ე. ნინოშვილის ქ.# 56
საკონტაქტო პირი ირინე კურტანიძე - 598 10 10 56 

19:00 საათზე, გალერეა „ერთში“ ქართველი არტისტის, ლევან სონღულაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა “სტიქსი“ გაიხსნება.

მის.: ინგოროყვას ქ. #19/ 9 აპრილის ქ. #5




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics