17:48 - 18 Nov, 2019
2018-03-28 22:44:43, 2353 ნახვა
29 მარტის ანონსი

09:50 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და  GIZ-ის მხარდაჭერით, „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს" მორიგი შეხვედრა გაიმართება.
მის. თბილისი, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტი" (თავისუფლების მოედანი)

11:00 საათზე, მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად, ჯიპის ტიპის 6 სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანით განახლდება.
მის.: ქედის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რაიონული სამსახური
საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

11:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას გააცნობს.
მისამართი: ქალაქი ზუგდიდი, გამსახურდიას გამზირი#45; სამხარეო ადმინისტრაციის შენობა. (მედიის შეკრების დრო 10:30 საათი)

11:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა „საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ".

11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გივი თარგამაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა  - არასანქცირებული მოსმენები
მის: გულიას #1

11:00 აათზე,  „საქართველოს რკინიგზის“ პროფკავშირების  ორგანიზებით,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ატარებს  წითელა, წითურა, ყბაყურის უფასო ვაქცინაციას  - არ გადადო-აიცერი!  აქციის ფარგლებში რკინიგზის თანამშრომლებს C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგის ჩატარებაც შეეძლებათ. ვაქცინაცია  ჩატარდება საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში.
მისამართი: თამარ მეფის №15

11:00 საათზე, ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი პროფკავშირებს და დასაქმებულებს შეხვდება.

12:00 საათზე, საქართველოს ბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს  (BSTDB)  შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერება ხელი. ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, კახა კიკნაველიძე და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, იგორ ლეშუკოვი.
მის.: გაგარინის ქ. 29ა, „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან)

13:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

13:30 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსი“

15:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი   ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით „საქართველო თამბაქოს გარეშე".
პრესრელიზი
მის.: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზი ( ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, ადმინისტრაციული კორპუსი)

16:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის, ეკა ბესელიას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოწვეულ ექპერტთან, მარი-ანდრე ლაჟუიესთან.
მის.: თბილისი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

16:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას გააცნობს.
მისამართი: ქ. ოზურგეთი, პროფესიული კოლეჯი "ჰორიზონტი", რუსთაველის ქ.8 (მედიის შეკრების დრო: 15:30 საათი)

17:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა კომიტეტის ახალი დებულების პროექტის განხილვის თაობაზე.
მის.: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

აქციის დაშლა - ჩიტაძის ქუჩა პარლამენტის უკანა მხარე -LIVE






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics