08:08 - 18 Nov, 2019
2018-02-28 23:16:24, 2458 ნახვა
1-ლი მარტის ანონსი

10:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით გამართავს გასვლით სხდომას ქალაქ ბორჯომში.
დღის წესრიგი
პრესრელიზი
სასტუმრო „RIXOS" ბორჯომი

10:30 საათზე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის შეხვედრა იტალიის ელჩთან საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან და მის თანმხლებ პირებთან.
ფრაქციის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი N139 (C კორპუსი)

10:30 საათზე, პარლამენტში, ევროპული საქართველოს ფრაქციის ოთახში გიგი წერეთელი იტალიის ელჩს შეხვდება.
თემა: ტატუნაშვილის საქმე და ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში.
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; თეონა ოთანაძე - 577 95 11 15

11:00 საათზე, შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა მემორანდუმს გააფორმებენ.
მისამართი: წერეთლის გამზ. #144, თბილისი (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)
საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე -  599 120009

11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ახალი კამპანიის „მინდა ვენდო სასამართლოს“ პრეზენტაციას გამართავს.
საკონტაქტო პირები: ნინი მეტრეველი - 593 733 337; თაკო ვარამაშვილი - 579 421 888

11:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია საქართელოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას დევნის გადახედვის საქმეზე, სხდომას გამართავს.
მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა. სხდომათა დარბაზი N19.
საკონტაქტო პირი:  გიორგი ზოიძე - 599 291202

12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება ეკატერინე მიშველაძის საქმე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ. დავა შეეხება ,,საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" მის გათავისუფლებას.

12:00 საათზე, ევროპული საქართველოს ოფისში დავით ბაქრაძის და სერგი კაპანაძის ბრიფინგი.
თემა: ოთხოზორიას სია და მდგომარეობა ოკუპირებულ რეგიონებში

12:00 საათზე, სასტუმრო „კოსტეს" საკონფერენციო დარბაზში, ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობის საქმეზე პრესკონფერენცია გაიმართება.
მისამართი: თბილისი, კოსტავას 45 ა.

12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა.
დღის წესრიგი
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
(+995 32) 228-15-12;

13:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა.
დღის წესრიგი
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
☎ (+995 32) 228-17-55;

14:00 საათზე, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის პირველი სხდომის დასრულებისთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება.
მის.: სანაპიროს ქ. #2, მე-5 სართული, საქართველოს ეროვნული ბანკი

14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსში ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) სახელობის კაბინეტი გაიხსნება. ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის.: ს. ცინცაძის ქ. #63

17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დოკუმენტური ფოტოგამოფენა „აფხაზეთის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“ გაიხსნება.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #3
ტელ.: 599 40 04 40; 577 40 04 40

18:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ "ქალთა ფონდი საქართველოში" გამართავს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას "თავშესაფარს მიღმა" "ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის" მხარდასაჭერად.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics