18:02 - 18 Nov, 2019
2018-02-22 21:48:31, 2785 ნახვა
23 თებერვლის ანონსი

23 თებერვალს, 10.00 საათზე, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები საქართველოს მთავარ პროკურატურას  მუსტაფა ჩაბუქის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნის თაობაზე განცხადებით მიმართავენ. აქვე გაკეთდება ადვოკატების პირველკი კომენტარებიც თემასთან დაკავშირებით. საკონტაქტო პირი  ვახტანგ კვიჟინაძე - 577980314. მისამართი: გორგასლის N24   

23 თებერვალს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმროში "WINDHAM BATUMI" (მ. აბაშიძის ქუჩა #33) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი,  ეკონომიკის სამინისტროს „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის" რექტორი ირაკლი შარაბიძე, „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორი მამუკა ახალაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი   „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის"  ორგანიზებით   გამართულ „დამსაქმებელთა  და პარტნიორთა ფორუმი 2018"-ს გახსნიან. ღონისძიების ფარგლებში  „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა " და 3 დამსაქმებელ და პარტნიორ ორგანიზაციას შორის (კოლეჯი"იკაროსი", შპს "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი", შპს „აჭარა ტექსტილი")  თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება. საკონტაქტო პირი: მეგი ფარტენაძე +995 593 399 291

23 თებერვალს, 15:00 საათზე  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის  ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდება.მისამართი: თბილისი, სანაპიროს 2, იუსტიციის სახლი, მეორე სართული.
საკონტაქტო პირი: მანანა მჭედლიშვილი 577 999 773

23 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისში, ვარდების მოედნიდან პარლამეენტის შენობისკენ, პროფკავშირების ორგანიზებით მუშათა მსვლელობა გაიმართება. 

23 თებერვალს, 17:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა ასოციაცია'' მოქალაქე ბექა კირვალიძის ოჯახის წევრებთან ერთად, პროკურატურაში შეიტანს განცხადებას, იუმორისტის, შ.ს.ს-ს თანამშრომლის, დავით როსტომაშვილის წინააღმდეგ. საკონტაქტო ნომერი: 598 555 445.

 

 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics