04:20 - 08 Dec, 2019
2016-09-28 16:53:43, 723 ნახვა

საზოგადოება/
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებებს შორის მოხვდა

ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა  დღეს საქართველოში ყველაზე ღია საჯარო დაწესებულების  დაჯილდოების ცერემონია გამართა.

IDFI-ის სიგელი  ყველა იმ  უწყებას გადაეცა, რომელმაც საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის  100%-იანი  მაჩვენებელი აჩვენა. სულ 55 საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდა, მათ შორის-აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტრო.

 IDFI-ს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, ზოგადად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს დაკმაყოფილებული განცხადებების მაჩვენებელმა 86% შეადგინა. 2016 წელს IDFI-ს მიერ მიღებული პასუხების რაოდენობა კვლავ შემცირდა და 85% შეადგინა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ხშირი  ცვლილების  მიუხედავად, 2010 წელთან შედარებით, დღესდღეობით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics