13:06 - 30 Mar, 2020
2020-03-26 18:59:44, 274 ნახვა

სამართალი/
ახალქალაქში, დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლეს

ახალქალაქში, ოპოზიციის დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გასროლის მიზეზი ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანს შორის არსებული კონფლიქტია.

მათი თქმით, აღნიშნულ პირებს შორის კონფლიქტი უკვე წლებია გრძელდება.  

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ენზელ მკოიანი სახლში იმყოფებოდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics