13:27 - 30 Mar, 2020
2020-03-25 13:22:55, 427 ნახვა

კომენტარი/
სოზარ სუბარი - ქვემო ქართლში მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია

რეგიონული განვითარების საკითხში პრემიერ-მინისრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ქვემო ქართლში მეჩეთებში ლოცვა შეწყევტილია და მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ ლოცვა შეასრულონ სახლში.

მისი თქმით, საქართველოს დანარჩენ ნაწილში დარღვეული იყო ეკლესიაში დისტანციის დაცვის საკითხი, თუმცა პრობლემა აღმოფხვრილია.

„ქვემო ქართლში მეჩეთებში ლოცვა არის შეწყვეტილი, მოუწოდებენ მორწმუნეებს, რომ მათ ლოცვები შეასრულონ სახლში.

ძალიან ბევრი ლაპარაკი იყო იმასთან დაკავშრებით, რომ დიდი მარხვაა და ეკლესიებში მორწუმნეები დიდი რაოდენობით მიდიან და იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები, თუმცა მთელი საქართველოში გუბერნატორებს ვუკავშირდებოდი რა ხდებოდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეკლესიებში იყო დაცული დისტანცია. უმრავლეობის შემთხვევაში მორწმუნეები იდგნენ გარეთ. იყო რამდნეიმე ეკლესია, სადაც დარღვეული იქნა დისტანცია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics