14:33 - 30 Mar, 2020
2020-03-24 18:29:14, 503 ნახვა

კომენტარი/
შს მინისტრი - მარნეულსა და ბოლნისსში კარანტინის დარღვევის მცდელობები იყო, თუმცა არავინ გაქცეულა და არავინ დაგვიკავებია

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მარნეულსა და ბოლნისსში კარანტინის დარღვევის მცდელობები იყო, კერძოდ, ადგილობრივები ცდილობდნენ შემოვლითი გზებით მუნიციპალიტეტების დატოვებას.

თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოქალაქეები პოლიციელების დანახვისთანავე უკან გაბრუნდნენ და შსს-ს წარმომადგენლებს არ უწევთ დამატებითი ღონისძიებების გატარება.

"იყო რამდენიმე მცდელობა, გუშინაც ღამით იყო მცდელობა, ზოგი ამბობდა ვსეირნობ, ზოგი- ბაღში გავდივარ სამუშაოდ. დღესაც იყო ერთი შემთხვევა, ისიც მობრუნდა, უკან წამოვიდა, რომ ხედავენ პოლიციელებს უკან ბრუნდებიან. რომ გითხრათ გაიქცა და დევნა განხორციელდა და დავაკავეთ, ასეთი თემა არ ყოფილა,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ კარანტინის ზომების დარღვევისთვის მოქალაქეებს 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, ხოლო, მისი გამეორებისთვის მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

 




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics