13:13 - 30 Mar, 2020
2020-03-24 13:53:33, 416 ნახვა

ეკონომიკა/
ნათია თურნავა - ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობა წესების დაცვით გაგრძელდება

 „ტექინსპექტირებთან დაკავშირებული სერვისები არ შედის აკრძალვაში. ტესტირების ცენტრების საქმიანობა გრძელდება წესების დაცვით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებას არ აუკრძალავს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისების ფუნქციონირება.

მისი თქმით, შესაბამისი ტესტირების ცენტრები მოემსახურებიან როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

„რაც შეეხება ჯარიმებს, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი  გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში," - განაცხადა მინისტრმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics