13:29 - 30 Mar, 2020
2020-03-24 09:33:20, 321 ნახვა

რეგიონი/
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული: მოსახლეობის სახლში ყოფნა და მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა. 

შალვა კერესელიძემ, ადგილობრივებთან საუბარში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. მხარის რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში მოხალისეთა ჯგუფები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები აქტიურად ჩაერთვებიან.

შეხვედრაზე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის რეგიონში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს სამომავლოდ გასატარებელ ზომებზე. 

„ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად მუშაობს, რათა რეგიონში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებას მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი. ამ მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობის სახლში ყოფნა და საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია“ - აღნიშნა მოსახლეობასთან საუბარში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics