14:34 - 30 Mar, 2020
2020-03-18 11:41:18, 636 ნახვა

პოლიტიკა
"ევროპული საქართველო" გამოდის ინიციატივით, დაეხმაროს 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს - დავით ბაქრაძე

"სწორედ ამიტომ "ევროპული საქართველო" გამოდის ინიციატივით, დაეხმაროს 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს და ესეთ ოჯახებში უზრუნველყოს საყოფაცხოვრებო ნივთების რეგულარული მიწოდება "- ამის შესახებ, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ისაუბრა. 


მისი თქმით,მოხალისეებთან ერთად ინიციატივაშ მონაწილეობას "ევროპული საქართველოს" წევრებიც მიიღებენ.


"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით საქართველოში შემოღებულია მთელი რიგი შეზღუდვები. მათ შორის ერთი რეკომენდაცია ეხება 70 წელს გადაცილებული ადამიანების თვითიზოლირებას ეს აჩენს პრობლემას თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება, მათი მომარაგება ელემენტარული პროდუქტით და აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთებით. 


მიგვაჩნია, რომ ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოოგადოება იმყოფება ბრძოლაში უხილავ მტერთან და ამ ბრძოლაში მონაწილეობა არის საზოგადოების თითოეული წევრის ვალდებულება. დღეს არის დრო როდესაც პოლიტიკა გადადის უკანა პლანზე და წინა პლანზე გადმოდის საზოგადოებრივი ერთიანობა და სოციალური სოლიდარობა. 


სწორედ ამიტომ "ევროპული საქართველო" გამოდის ინიციატივით, დაეხმაროს 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს და ესეთ ოჯახებში უზრუნველყოს საყოფაცხოვრებო ნივთების რეგულარული მიწოდება მანამ სანამ არ დასრულდება რეგულაციები და კრიზისით გამოწვეული თვითშეზღუდვა.
ამას ჩვენი სახსრებით და ძალებით გავაკეთებთ. ჩვენ გვყავს მოხალისეები , რომლებისგანაც შეიქმნება ჯგუფები და რომლებიც ასეთ ოჯახებს ყოველკვირეულად მიაწვდიან აუცილებელ პროდუქტს და პირველადი მოხმარების ნივთებს. ამ პროცესში მონაწილეობას არა მარტო მოხალისეების ასევე "ევროპული საქართველოს" პარლამენტის წევრები და მეც, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოხალისე. ჩვენ ყველა ვივლით ოჯახებში და დავეხმარებით ადამიანებს.


დღეს არის იმის დრო, როდესაც საზოგადოებამ უნდა აჩვენოს ერთიანობა და სოლიდარობა მათ მიმართ ვისაც ყველაზე მეტად ემუქრება ვირუსის საფრთხე. ჩვენ გამზადებული გვაქვს ყველაფერი, თანხა შეკრებიულია, პროდუქტი ნაყიდია. 


ჩვენი მოხალისეები იქნებიან აღჭურვილი უსაფრთხოების ყველა აუციელბელი ზომით - დამცავი საშუალებებით, ხალათებით, ხელთათმანებით, სასდეზინფექციო საშუალებებით. პროგრამის დაწყებამდე დაგვრჩა ერთი  აუცილებელი ელემენტი - დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეთანხმება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.  




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics