14:12 - 30 Mar, 2020
2020-03-17 23:40:16, 996 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თვითმიზანი არ არის

 საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის უკვე დღეს, ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ ხვალ, ზეგ, მაგრამ არ შეიძლება ამის გამოცხადება, ეს არ არის თვითმიზანი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში" განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გარკვეული ბალანსის დაცვა. რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად და გეგმის მიხედვით სახელმწიფო უკვე მზად არის. შემთხვევით არ მითქვამს, რომ უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა 28 იანვარს. მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყნებში საერთოდ რეაქციაც არ ჰქონდათ დაწყებული.
საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის უკვე დღეს. ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ ხვალ, ზეგ, მაგრამ არ შეიძლება ამის გამოცხადება. ეს არ არის თვითმიზანი. დღეს ჩვენ რომ გვაკლდეს ისტრუმენტები იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესი ვმართოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებდით. არ შეიძლება ამით სპეკულირება. ქართველი ხალხი არის ძალზე გონიერი, დიდი გამოცდილების მქონე და შეუძლებელია, რომ მსგავსი მოწოდებებით ან პანიკური განწყობების შექმნით  ვინმე შეცდომაში შევიყვანოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რანაირი შიში, მხოლოდ ეფექტური მოქმედება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics