13:09 - 30 Mar, 2020
2020-03-17 11:38:59, 829 ნახვა

სამართალი/
ქადაგიძე - მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი ზეწოლისგან, თავმჯდომარე უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება

„მოსამართლე დაცული უნდა იყოს არამხოლოდ გარე ზეგავლენისგან, არამედ სასამართლოს შიგნით არსებული შესაძლო ზემოქმედებისგან“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავმჯდომარე უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე თუ შიდა ზეწოლისგან.

„მოსამართლე დაცული უნდა იყოს არამხოლოდ გარე ზეგავლენისგან, არამედ სასამართლოს შიგნით არსებული შესაძლო ზემოქმედებისგან. გარე ზეგავლენის დაცვის აუცილებლობაზე უკვე აღარავინ კამათობს, მაგრამ შესაძლებელია ხაზგასმით აღვნიშნო შიდა ზეწოლების გამორიცხვის აუცილებლობა. მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი მითითებისა თუ ზეწოლისგან და ეს პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს თავმჯდომარის მხრიდან. თავმჯდომარე უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე თუ შიდა ზეწოლისგან“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics