13:11 - 30 Mar, 2020
2020-03-06 16:14:04, 3527 ნახვა

სხვადასხვა/
კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონში, კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა.

დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. 

„კუს ტბასთან მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები. განათების სისტემა მთლიანად შეიცვალა და ახალი, ლედ სანათები დამონტაჟდა. ასევე, ყველგან, სადაც ამის საჭიროება იყო, მოეწყო უსაფრთხოების ჯებირები. ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. განსაკუთრებით, უქმეებზე დასასვენებლად ბევრი ადამიანი ამოდის. მიხარია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, გზა მოწესრიგებული, კომფორტული და უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, გზის სამკილომეტიან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი 20 000 მ²-ზე დაიგო. ასევე, განახლდა გარე განათების ქსელი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა.

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან აღნიშნულ სამუშაოებზე 2.5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. გზის რეაბილიტაცია კომპანია „ჯი არ ჯიმ“ განახორციელა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics