13:59 - 30 Mar, 2020
2020-03-04 17:56:16, 4463 ნახვა

სამხედრო/
თავდაცვის უწყებაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საინჟინრო ბატალიონის სპეციალური ქვედანაყოფისა და სადეზინფექციო ჯგუფის მიერ სპეციალური ხსნარით საფუძვლიანად დამუშავდა ყაზარმები, სასადილოები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ლიფტები და კიბის უჯრედები.

ვირუსული ინფექციის გავრცელების აღკვეთის სამუშაოებს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის ინიცირებით შექმნილი ჯგუფი ხელმძღვანელობს, რომელიც მუდმივ კოორდინაციაშია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტი ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით თითოეული ქვედანაყოფის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს. გარდა ამისა, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონად გამოცხადების პარალელურად, სამხედრო ქვედანაყოფებში დამატებითი სამედიცინო სივრცეები შეიქმნა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics