14:54 - 30 Mar, 2020
2020-03-04 16:38:11, 3542 ნახვა

სამხედრო/
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გააცილა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეხუთე როტაციას განახორციელებს.

სამხედრო მოსამსახურეები ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა გააცილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა, სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის ჯარისკაცები კაპიტან მალხაზ აბაშიძის მეთაურობით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2020-03-30 14:36:03

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მათ საავადმყოფოში Covid19-ის დადასტურებული შემთხვევით არც ერთი პაციენტი არ მკურნალობს

2020-03-30 14:30:12

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, დომინიკ კუმინგი კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, თვითიზოლაციაშია

2020-03-30 13:49:47

ესპანეთის პრინცესა მარია ტერეზა ბურბონ-პარმა კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 12:36:39

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი - გუშინ მივიღეთ 6 პაციენტი არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

2020-03-30 12:19:40

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics