11:00 - 29 Feb, 2020
2020-02-15 11:59:33, 2338 ნახვა

მსოფლიო/
ჰაიტიზე მდებარე ბავშვთა სახლში ხანძრის შედეგად 15 ბავშვი გარდაიცვალა

ჰაიტიზე მდებარე ბავშვთა სახლში ხანძრის შედეგად 15 ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია ხანძარი პარასკევს ღამით გაჩნდა.

ბავშვთა სახლი რელიგიურ ორგანიზაციას, „ბიბლიის გაგების ეკლესიას“ ეკუთვნოდა.

ჯენიფერ მელტონმა, გაეროს ბავშვთა სააგენტოს წარმომადგენლებმა, განაცხადა, რომ ხანძარს დაახლოებით 60 ბავშვი გადაურჩა.

ჰაიტის პრეზიდენტი, ჯოვენელ მოისი „ტვიტერზე“ ტრაგედიას გამოეხმაურა. იგი ბავშვების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვადა და შესაბამის პირებს გადაუდებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.

„შეწუხებული ვარ ათეული ბავშვის გარდაცვალების გამო, რომლებიც ბავშვათა სახლში გაჩენილი ხანძრის გამო გარდაიცვალნენ. მოვუწოდებ კომპეტენტურ პირებს, მიიღონ გადაუდებელი ზომები ამ ტრაგედიის მიზეზების დასადგენად“, - წერს პრეზიდენტი მოისი.

ცნობისთვის, „ბიბლიის გაგების ეკლესიას“ ჰაიტიზე ორი ბავშვთა სახლი აქვს, სადაც დაახლოებით 150 ბავშვი ცხოვრობს. ბავშვთა სახლი 1977 წლიდან ფუნქციონირებს.

 

 


 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics