18:17 - 29 Feb, 2020
2020-02-15 10:24:21, 929 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუმინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ლუდოვიკ ორბანს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ურთიერთობას სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში.

ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასოცირების ხელშეკრულებითა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების პროცესს და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. ყურადღება დაეთმო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას კიდევ უფრო მეტ იმპულსს მისცემს.

პრემიერმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მხარდაჭერისთვის; ითქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი დინამიური, როგორიც ბოლო წლებშია. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომავალ სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ბრიუსელში გაიმართება.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე  - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". პრემიერმა რუმინელ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics