17:15 - 29 Feb, 2020
2020-02-14 21:57:22, 2842 ნახვა

სამხედრო/
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბერძენ კოლეგას შეხვდა

საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლას პანაგიოტოპულოსის განხილვის მთავარი თემა იყო. საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბერძენ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა. მისი თქმით, სტრატეგიული მზადყოფნა, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლება და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა ქვეყანას ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ეს პროცესი კი, საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი ინიციატივაში საბერძნეთის ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა და კოლეგას პაკეტის განახლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებზეც იმსჯელეს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics