02:56 - 18 Feb, 2020
2020-02-14 16:14:37, 483 ნახვა

კომენტარი/
კახიძე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე - თუ ხელისუფლება ქართველ ხალხს შეურაცხყოფს, პასუხს პროტესტის სახით მიიღებს

„თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ კიდევ ერთხელ დაამციროს ქართველი ხალხი და შეურაცხყოს ისინი, მაშინ შესაბამის პასუხს პროტესტის სახით მიიღებს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტს საქართველოში.

როგორც კახიძემ აღნიშნა, თუ რუსეთის ფედერაციას აქვს დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, არსებობს შესაბამისი სააღსრულებო მექანიზმები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ვიზიტს, მათ თუ აქვთ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, არსებობს შესაბამისი სააღსრულებო მექანიზმები, რომლებიც უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს და გადაწყვეტს, რომ კიდევ ერთხელ დაამციროს ქართველი ხალხი და შეურაცხყოს ისინი, მიიღებენ შესაბამის პასუხს პროტესტის სახით. ამიტომ ვურჩევ, კარგად ნახოს დელეგაციის შემადგნელობა და ყველა ზომა მიიღოს, რომ ზედმეტად არ დაძაბოს ფონი, არ გააღიზიანოს ის ადამიანები, რომლებიც დგანან ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნის ღირსების სადარაჯოზე“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics