02:18 - 18 Feb, 2020
2020-02-14 15:47:35, 64 ნახვა

საზოგადოება/
სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე წარმატებულ ქართულ რეფორმებს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეცნობა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა. მიხეილ სარჯველაძემ ვაჰე დანიელიანს სამართლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით ქართული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ  აღნიშნა, რომ საქართველოს და სომხეთს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში წარმატებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით წარმატებული  კი ეს თანამშრომლობა სწორედ იუსტიციის სექტორშია. 

მიხეილ სარჯველაძემ სომეხ კოლეგას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორისაა სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობა,  საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება,  კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. საუბარი წარიმართა ქართული რეფორმების შესახებ, რაც სომხური მხარის ძირითადი ინტერესის საგანია.

როგორც ცნობილია, თითქმის ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია საკუთარ ანგარიშებში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონის ლიდერი ქვეყანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სამართლის უზენაესობის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობითა და  ღია მართველობით კი ჩვენი ქვეყანა მოწინავე ევროპული ქვეყნებისთვისაც მაგალითად რჩება. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, თავისი გამოცდილება გაუზიაროს ყველა ქვეყანას, რომლებიც ამ სურვილს გამოთქვამს.

სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვაჰე დანიელიანი დაინტერესდა იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების ფუნქციონირებით და მათი მუშაობის სპეციფიკით. მიხეილ სარჯველაძემ სტუმარს სტატისტიკაც მიაწოდა და უთხრა, რომ ქვეყანაში 24 იუსტიციის სახლი და 75 საზოგადოებრივი ცენტრია. იუსტიციის სახლებისაგან განსხვავებით, რომლებიც დიდ ქალაქებში მუშაობენ, საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციაა, მიაწოდოს სერვისები რაიონული ცენტრისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს, პრიორიტეტი კი საზღვრისპირა და მაღალმთიანი რაიონები და  ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრებნი არიან. ეს არის ადგილი, სადაც მოქალაქე მხოლოდ სერვისს კი არ იღებს, არამედ სარგებლობს უფასო ინტერნეტით, შეხვედრების დარბაზებით, კომპიუტერული ტექნიკით, სამუშაო სივრცითა და ელექტრონული და მატერიალური ბიბლიოთეკით. ეს ყველაფერი კი   მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა.

ქართული გამოცდილების გაზიარების შემდეგ სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოს მსგავსად, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების გაცემა მალე  სომხეთშიც იქნება ხელმისაწვდომი.

დღესვე სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვაჰე დანიელიანი სომხეთის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად თბილისის იუსტიციის სახლსა და სოფელ მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ისინი დეტალურად გაეცნენ სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ქართულ გამოცდილებას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics