01:59 - 18 Feb, 2020
2020-02-14 15:02:03, 378 ნახვა

ეკონომიკა/
2019 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდნეობა 7.8%-ით გაიზარდა

„2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 19.4 მილიონი შემოსვლა, რაც 7.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით“, - ამის შესახებ კვლევას საქსტატი აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.1 პროცენტს შეადგენდა.

„2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 19.4 მილიონი შემოსვლა, რაც 7.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7.7 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.3 პროცენტით არის გაზრდილი.

2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ  6.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 6.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

საერთაშორისო ვიზიტორების 66.0 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.5 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.1 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 1.6 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (1.5 მილიონი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 7.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.4 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 39.2 პროცენტს შეადგენდა.

2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 43.5 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა დარეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 4.1 მილიონი და 2.3 მილიონი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.

2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.1 ღამე შეადგინა, რაც 2018 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.2 ღამე) 1.9 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 73.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.

2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 8.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 7.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წელთან შედარებით 8.6 ლარით შემცირდა და 1 074.2 ლარი შეადგინა“, - ვკითხულობთ საქსტატის კვლევაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics