17:14 - 29 Feb, 2020
2020-02-14 13:53:55, 213 ნახვა

საზოგადოება/
ზუგდიდი-თბილისის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

ინციდენტი აბაშაში მოხდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ვაგონიდან მგზავრების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

„ზუგდიდი-თბილისის მატარებლის ერთ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის სამი ჯგუფი მუშაობს, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.  




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics