01:54 - 18 Feb, 2020
2020-02-14 13:22:24, 139 ნახვა

კომენტარი/
ვოლსკი ნიკა მელიაზე - არ შეიძლება გამტყუნებული ადამიანი დეპუტატის მანდატს ატარებდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება.

ვოლსკის განცხადებით, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შენარჩუნება რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა.

„რეგლამენტი, პირველი გამამტყუნებელი განაჩენისთანავე იმუნიტეტის მოხსნას ითვალისწინებს. ვინაიდან არ შეიძლება გამტყუნებული ადამიანი დეპუტატის მანდატს ატარებდეს. თუკი სხვა ინსტანციამ გაამართლა შეიძლება აღიდგინოს თავისუფლებები ან მიიღოს სრული კომპენსაცია განაცდურისათვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. მას სადეპუტატო მანდატი პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტა, რომელსაც მხარი 88 პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics