01:00 - 18 Feb, 2020
2020-02-14 13:03:55, 119 ნახვა

ბესელია - ლობისტებს წარმოუდგენელი ამოცანა აქვთ - დაფარონ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ნეგატიური ფონი

„ლობისტებს ახლა რთული ამოცანა აქვთ შესასრულებელი, როგორ უნდა გადაიფაროს ის ნეგატიური ფონი და ის ძლაიან ცუდი ნაბიჯები, რომლებიც  „ქართული ოცნება“ დგამს“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისვე თქმით, უმრავლესობას თანხა მართლმსაჯულების რეფორმისთვის, რეპრესიების შემცირებისთვისა და წინასაარჩევნო პროცესებისთვის რომ დაეხარჯა, ლობისტებისთვის ამხელა თანხის გადახდა საჭირო არ გახდებოდა.

„ლობისტებს ახლა რთული ამოცანა აქვთ შესასრულებელი, როგორ უნდა გადაიფაროს ის ნეგატიური ფონი და ის ძლაიან ცუდი ნაბიჯები, რომლებიც  „ქართული ოცნება“ დგამს. მათ ახლა წარმოუდგენელი ამოცანა აქვთ შესასრულებელი. მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ლობისტებისთვის ამ ძვირადღირებული კონტრაქტის ტანახმად, იმ ფულის გადახდის ნაცვლად, ეს რესურსი რამდენიმე სწორი ნაბიჯის გადადგმაზე გახარჯულიყო. ესაა არჩევნების წინაპირობისა და სამართლიანი გარემოს შექმნა, მართლმსაჯულების რეფორმისა და რპრესიებზე უარის თქმა, საერთოდ ლობისტების ჩართვა არ დასჭირდებოდათ ამ პროცესში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ კიდვ ერთი ლობისტური კომპანია, „დი სი აი გრუპი“ დაიქირავა. როგორც ცნობილია, კომპანიას პარტია თვეში 33 ათას 333 დოლარს გადაუხდის, რათა  „ქართული ოცნებას“ ლობირება გაუწიოს, როგორც სანდო პარტნიორს დემოკრატიის საკითხში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics