02:02 - 18 Feb, 2020
2020-02-14 12:25:37, 131 ნახვა

კომენტარი/
ბოკუჩავა - „ქართულ ოცნებას“ ჩრდილოვანი ბოსის მხრიდან ლობისტების დაქირავება ვერ უშველის

„ჩრდილოვანი ბოსის მხრიდან ლობისტების დაქირავება „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ვერ უშველის“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ლობისტურ ჯგუფებთან მმართველი გუნდის თანამშრომლობის საკითხს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დასავლეთში უკვე კრისტალიზდა ის აზრი, რომ საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს.

„ჩრდილოვანი ბოსის მხრიდან ლობისტების დაქირავება მას ნამდვილად ვერ უშველის, რადგან დასავლეთში კრისტალიზდა ის აზრი, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს. ივანიშვილი ახლა ცდილობს ლობისტების დაქირავებას, მათ შორის ეს ბოლო კონტრაქტი, რომელიც მილიონიანია, მანამდე გავიგეთ, რომ 2 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და ეს რა თქმა უნდა, ხდება ხალხის და ბიუჯეტის ხარჯზე. ახლა ცდილობენ შეცვალონ ის რეალობა, რაც დამკვიდრებულია დასავლეთში ჩრდილოვან ბოსთან, რუს ოლიგარქ ივანიშვილთან მიმართებაში. ამ ადამიანმა ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფიოებრიობას, ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის,  „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „დი სი აი გრუპთან“ კონტრაქტი გააფორმა. ლობისტური კომპანია „ქართულ ოცნებას“ ლობირებას გაუწევს, როგორც სანდო პარტნიორს დემოკრატიის საკითხში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics