01:11 - 18 Feb, 2020
2020-02-13 21:49:39, 504 ნახვა

სამხედრო/
ბრიუსელში საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას იური ლუიკს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ საგარეო პრიორიტეტზე - საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს.

შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის თავდაცვის მინისტმა იური ლუიკმა მოაწერეს. კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებული სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და იური ლუიკს ესტონეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics