16:16 - 29 Feb, 2020
2020-02-13 10:17:56, 1868 ნახვა

რეგიონი/
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი მიმდინარეობს

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე KfW-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს  აჭარაში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის მიმდინარეობა და შეაფასეს განხორციელებული მოკვლევის შედეგები.

წყლის სისტემის პროექტის ფარგლებში აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ მოქალაქეს წყალმომარაგების და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება.

უკვე განხორციელდა მუნიციპალიტეტების დაბებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მოკვლევა.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას სს „აჭარის წყლის ალიანსი" კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. პროგრამის ღირებულება 59,5 მილიონი ევროა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics