15:48 - 29 Feb, 2020
2020-02-12 11:35:44, 2024 ნახვა

რეგიონი/
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას არ მიიღებს

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

აღნიშნულის შესახებ ხაჯიმბამ რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო პროცესში მონაწილეობას სამი კანდიდატი მიიღებს. ესენია: ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია, ე.წ. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა და პარტია „აკზაარიდან“, ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბა.

 ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების  რეგისტრაცია 21 თებერვლამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. არჩევნები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 22 მარტისთვისაა დანიშნული. 9 იანვარს სოხუმში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. 10 იანვარს - „უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციამ“ „ცესკოს“ გადაწყვეტილება სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ ბათილად ცნო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics