17:31 - 29 Feb, 2020
2020-02-10 10:00:45, 2394 ნახვა

Lifestyle/
მსახიობმა ბრედ პიტმა პირველი „ოსკარი“ მიიღო

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ბრედ პიტმა „ოსკარი“ მიიღო. პიტისთვის, როგორც მსახიობისთვის ეს პირველი ოსკარია. მას „ოსკარი“ ერგო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“.

წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული სამხრეთ კორეული, რეჟისორ ბონგ ჯუნ-ჰოლის ფილმი „პარაზიტი“ გახდა.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში, რეჟისორ ჯიშ კოლის ფილმმა „სათამაშოების ისტორია 4“ გაიმარჯვა. საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად, სტივენ ბოგნარისა და ჯულია რიჩერტის „ამერიკული ქარხანა“ დასახელდა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად კი, „სკეიტით სიარულის სწავლა ომის ზონაში“ გამოცხადდა.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics