17:54 - 29 Feb, 2020
2020-02-07 16:23:19, 2930 ნახვა

მსოფლიო/
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გეი მამაკაცის მკვლელი გაამართლა

მოსკოვში,  ბასმანის რაიონის სასამართლომ კურსკის სადგურთან გეი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავე გაამართლა, - ამის შესახებ, ინფორმაციას რუსული „მედიაზონა“ იუწყება.

გამოძიების  მიხედვით, ანტონ ბერეჟნოი ცივი იარაღით , გეი კლუბიდან დაბრუნებულ ორი ადამიანს  თავს დაესხა . ერთ-ერთმა მათგანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გარადაიცვალა. 

პროცესზე ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა დანაშაული, მან განაცხადა, რომ მკვლელობა დაგეგმილი არ ჰქონდა და რომ გარდაცვლილი თვითონ დაეცა დანაზე. სასამართლომ  ბრალდებული, მკვლელობაში  უდანაშაულოდ ცნო და სასჯელი, მეორე მუხლით, სხეულის განზრახ დაზიანებისთვის მიესაჯა.

ლგბტ  საზოგადოებაში თვლიდნენ , რომ თავდასახმა შესაძლო იყო, პირდაპირ კავშირში ყოფილიყო გარდაცვლილის სექსუალურ ორიენტაციასთან. „ ისმოდა შეძახილები: „პიდარასტები, ნაძირლები“.  დიდი ალბათობით ეს ორიენტაციასთან იყო კავშირში. ჩვენ ყოველდღიური ტანისამოსი გვეცვა. ვვარაუდობ, რომ ის ადამიანი გვითვალთვალებდა. ჩვენ ღამის კლუბიდან მოვდიოდით“, - განაცხადა დაზარალებულმა.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics