22:37 - 30 Mar, 2020
2020-02-07 00:36:51, 9009 ნახვა

კულტურა/
ჯეიმსი და არა ჯემა - სტარბაქსის ვიდეორგოლი, რომელიც რეკლამაზე მეტია (video)

"სტარბაქსის" ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი , რომელიც გვიყვება ტრანს ადამიანების პრობლემებსა და სირთულეებზე , რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან.
ვიდეორგოლი პირველად 2 თებერვალს დიდ ბრიტანეთში აჩვენეს. მასში წარმოდგენილია ახალგაზრდა ტრანსგენდერი მამაკაცის ისტორია, რომელმაც პირველად საკუთარი ნამდვილი სახელი-ჯეიმსი, სწორედ  "სტარბაქსის" ბარისტას გაუნდო. სარეკლამო რგოლის ლოზუნგია-"ყოველი სახელი ისტორიაა". ბრიტანული შსს-ს მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ ქვეყანაში ლგბტქ თემიდან ჩაგვრის და ძალადობის მსხვერპლები ყველაზე ხშირად სწორედ რომ ტრანსგენდერი ადამიანები ხდებიან.
"სტარბაქსი" 2020 წელს 100 000 ფუნტს ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანების დაცვის ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაციას "მერმეიდს"-ს გადაურიცხავს.

 








ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2020-03-30 21:08:33

მივხვდი,რომ ეს ის გვირგვინი არაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი-პრინცი ჩარლზი გამოჯანმრთელდა

2020-03-30 17:02:31

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

2020-03-30 15:17:03

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს 812 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვით კი ქვეყანამ ჩინეთს გადაუსწრო

2020-03-30 14:36:03

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მათ საავადმყოფოში Covid19-ის დადასტურებული შემთხვევით არც ერთი პაციენტი არ მკურნალობს

2020-03-30 14:30:12

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, დომინიკ კუმინგი კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, თვითიზოლაციაშია

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics